Accessibility links

ლერი სულაბერიძის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი განჩინება მოსამართლემ დღეს, 31 ივლისს გამოსცა.

განჩინების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ბრალდებული არ ესწრებოდა. ის მოსამართლემ პროკურორის შეურაცხყოფისთვის გააძევა. ბრალდებულმა პროკურორ ქალს "ლაწირაკი გოგო" უწოდა.

პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ღლონტმა 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახ მკვლელობის მიზნით უკანონოდ ნაყიდი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლერი სულაბერიძეს. ბრალდებული 29 ივლისს დააკავეს და 30 ივლისს ბრალი წარუდგინეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG