Accessibility links

logo-print logo-print

ნათია თურნავა: ეკონომიკა გამოცოცხლებას იწყებს, გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო. ასე გამოეხმაურა ის საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 7,7 პროცენტით შემცირდა.

"ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას", - თქვა მან.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკა მაისში 13,5 პროცენტით, ხოლო აპრილში 16,6 პროცენტით შემცირდა. 2020 წლის პირველ 6 თვეში მშპ სულ 5,8 პროცენტით არის შემცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG