Accessibility links

Amnesty International-ი: ირანის მთავრობა უგულებელყოფს საპატიმროთა თხოვნას COVID-19-თან დაკავშირებით


აჰვაზის ციხე

Amnesty International-ის თქმით, მის მიერ მოპოვებული რამდენიმე გაჟონილი დოკუმენტი, რომელიც ირანის საპატიმროების ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერაა ხელმოწერილი, ცხადყოფს, რომ ირანის მთავრობა უგულებელყოფს პენიტენციური სისტემის მაღალი რანგის პირების მრავალჯერად მოთხოვნას, დამატებითი რესურსები გამოიყოს ქვეყნის გადავსებულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების კონტროლისთვის.

წერილები განგაშს იწვევს დამცავი აღჭურვილობის, სადეზინფექციო პროდუქტებისა და საბაზისო სამედიცინო მოწყობილობების სერიოზული დეფიციტის გამო, განაცხადა 31 ივლისს ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა.

Amnesty-ის თქმით, „მკვეთრი კონტრასტია“ ამ წერილებსა და ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის მრჩევლის, აშღარ ჯაჰანგირის საჯარო განცხადებებს შორის, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ირანის „სამაგალითო“ ინიციატივას პანდემიის პირობებში პატიმართა დასაცავად.

„პატიმართა სიჭარბე, ცუდი ვენტილაცია, ელემენტარული დეზინფექციისა და სამედიცინო მოწყობილობის არქონა და პატიმართა ჯანმრთელობის პრობლემების შეგნებული უგულებელყოფა ირანის საპატიმროებს COVID-19-ის გავრცელების საუკეთესო ნიადაგად აქცევს,“ განაცხადა Amnesty International-მა.

ირანი თებერვლიდან მოკიდებული ცდილობს პანდემიის შეკავებას, როცა ოფიციალურად დადასტურდა დაავადების პირველი შემთხვევები.

ოფიციალური მონაცემებით, დღემდე ირანში 16500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. მიიჩნევა, რომ რეალური მაჩვენებლები ბევრად მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG