Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა


არჩილ ჯაფარიძე
არჩილ ჯაფარიძე

გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ თანამდებობა დატოვა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ. ჯერჯერობით უცნობია მისი გადადგომის მიზეზი.

რამდენიმე დღეა რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და გზები სოფლებში.

სტიქია რაჭაში მდინარე რიონის ადიდებამ გამოიწვია, რამაც დააზიანა სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. შედეგად კი გარე სამყაროს მოწყდა 12-მდე სოფელი 2000-მდე მოსახლით.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობა დაიწყო საგანგებო შტაბმა. ადგილზე ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

არჩილ ჯაფარიძე 2017 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა გუბერნატორის თანამდებობაზე. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. გუბერნატორის თანამდებობაზე მან პაპუნა მარგველიძე შეცვალა.

ჯაფარიძე 2010-2014 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG