Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ეპიდემიის ზრდის გამო ბრიტანეთში შეაჩერეს საკარანტინო ზომების შემსუბუქება


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადო ქვეყანაში საკარანტინო ზომების შემსუბუქებისკენ მიმართული ზოგიერთი ზომა, რომელიც 31 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო. ჯონსონის თქმით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი პირველად იზრდება მაისის შემდეგ.

მთავრობა უარს ამბობს კაზინოების, კეგელბანებისა და საციგურაო მოედნების გახსნაზე, რაც 3 აგვისტოდან იყო დაგეგმილი. შეჩერდა ასევე სპორტულ სტადიონებზე შეზღუდული რაოდენობის გულშემატკივართა დაბრუნების გეგმა.

ბრიტანეთი პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა. დღემდე დადასტურებულია ინფიცირების 304 ათასი შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 46 ათასი, რაც მსოფლიოში მესამე მაჩვენებელია აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

ამასობაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის შესახებ იტყობინებიან აზიის ბევრი ქვეყნიდან და აშშ-დან, სადაც პანდემიის გამო ბიზნესების დახურვამ დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 17,3 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 674 ათასამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG