Accessibility links

"გირჩი" გასწორებულ საარჩევნო სიას აქვეყნებს, ჯაფარიძე ისევ #1-ია


"გირჩმა" 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სია გაასწორა და მედიას ხელახლა გააცნო. პირველ ათეულში ცვლილებებია, თუმცა პირველი ნომერი კვლავ ზურა ჯაფარიძეა.

პირველად წარდგენილი სიისგან განსხვავებით, ჰერმან საბომ მეორე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა მესამე-მეოთხე ადგილებიდან მეორე-მესამე ადგილებზე. გია ჯაფარიძე სიაში აღარაა, მის ნაცვლად 10-ეულში ვახტანგ ზენაიშვილი მოხვდა. გარდა ამ კანდიდატებისა, სიის პირველ ათეულში კვლავ არიან: ლევან ჯგერენაია, ამირან ტორონჯაძე და სანდრო თარხან მოურავი.

გუშინ, 30 ივლისს "გირჩმა" 10-ეულის წარდგენიდან, დაახლოებით, ერთ საათში განცხადება გაავრცელა და მედიას აცნობა, რომ ელექტრონული სისტემის გამო არასწორი სია წარადგინეს. პარტიის განმარტებით, სია ვებგვერდზე ხმის მიცემით შედგა. ხმის მიცემა შეეძლოთ იმ ადამიანებს, ვინც "გირჩის" ვებგვერდზე იყვნენ რეგისტრირებული და მათი ხმის მოცულობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა კონტრიბუცია ჰქონდა პარტიისთვის გაწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG