Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კიდევ 500 თალიბის განთავისუფლების განკარგულება გასცა


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განკარგულება გასცა კეთილი ნების ჟესტის ფარგლებში კიდევ 500 თალიბის განთავისუფლების თაობაზე. მანამდე თალიბანი სამდღიანი ზავის წინადადებით გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობა დათანხმდა შეთავაზებას, ზავი დღეიდან შედის ძალაში.

სატელევიზიო გამოსვლაში ღანიმ განაცხადა, რომ მან უკვე გაათავისუფლა 4600 თალიბი პატიმარი იმ 5000-დან, რაზეც საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებისას მოილაპარაკეს აშშ-მა და თალიბებმა მიმდინარე წლის თებერვალში.

მაგრამ ღანიმ თქვა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მას უკრძალავს დარჩენილი 400 თალიბის გათავისუფლებას, ვინაიდან ისინი მძიმე დანაშაულებებთან არიან დაკავშირებული.

მან ასევე მოუწოდა თალიბანს, რაც შეიძლება მალე ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. „ციხეში დარჩენილ პატიმართა ბედს მოლაპარაკებებზე განვიხილავთ და გადავწყვეტთ,“ თქვა მან.

თალიბანი აცხადებს, რომ გაათავისუფლა 1000-ვე პატიმარი, რაც ვაშინგტონთან შეთანხმებით იკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG