Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერების დიდი ნაწილი იქნება საერთო სიაში


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე

გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოსა“ და თაკო ჩარკვიანი „კანონი და სამართლის“ გასვლის შემდეგ ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ პირველი სხდომა ჩაატარა.

„ძალა ერთობაშია“ პროპორციულ არჩევნებზე ერთიანი სიით მონაწილეობას გეგმავს. „უნდა განიხილოთ, როგორც კოალიცია „ძალა ერთობაშია“, - თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია"-ს პროპორციული სიის განხილვა ჯერ არ დაუწყია. თუმცა ვაშაძე აცხადებს, რომ „ყველა იქნება ჩართული კამპანიაში და ისიც გასაგები არის, რომ „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერების ძალიან დიდი ნაწილი იქნება საერთო სიაში“.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა სიის განხილვაში და რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. „სულაც არ არის აუცილებელი, რომ ვაშაძე იყოს პირველი ნომერი ან საერთოდ იყოს სიაში“, - თქვა მან საკუთარი თავის შესახებ.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრის საკითხზეც საუბრობს. „ნუ ვიჩქარებთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 99% მე ვიქნები“, - აღნიშნა მან.

გრიგოლ ვაშაძე ოპერის მომღერალთან, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობასაც ადასტურებს.

„პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციები არ არის საჭირო, იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის. უზარმაზარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საზოგადოებას დაენახა, „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნების გზით არა მარტო შესაძლებელი, არამედ გარდაუვალია“, - თქვა ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG