Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის დედის თქმით, 5-6 თვით წინ მისმა შვილმა მამას ელექტროშოკის ყიდვა სთხოვა


თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი

ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მისი შვილი ელექტროშოკს ატარებდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია, მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშოკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, - თქვა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG