Accessibility links

საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა


საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ვებსაიტი stopcov.ge, რომლის მიხედვითაც საქართველოში სულ კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული.

„3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, რომლის თქმითაც, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 947 შეადგენა.

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.

კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG