Accessibility links

ტოჩინოშინმა მე-9 გამარჯვება მოიპოვა


ზაფხულის ბაშოს მე-14 დღეს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ლევან გორგაძემ უვატედაშინაგეთი დაამარცხა დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი და რიგით მეცხრე გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ რეიტინგში წინსვლისთვის აუცილებელი დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) 31 ივლისს დააფიქსირა.

ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ხუთი მარცხია.

ზაფხულის ტურნირის ბოლო შეხვედრები 2 აგვისტოს გაიმართება. ლევან გორგაძეს აქვს შანსი, ტურნირი ორნიშნა კაჩი-კოშით დაასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG