Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: „გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული პაქტი“


საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, გააფორმონ ე.წ. ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა, მისი თქმით, ოლიგარქებს ჩაეკეტოთ ხელისუფლებაში მისასვლელი გზები.

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა არასოდეს ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ქონების წასართმევად აღარ მოვიდნენ: ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, ჩოჩელები, ენუქიძეები, წულაიაები, ოდიშარიები და კიდევ მაქსიმუმ 100 პიროვნება, რომლებმაც 50 მლრდ დოლარზე მეტი წაართვეს ჩვენს მომავალს და ჩვენს ქვეყანას, მიითვისეს ეროვნული სიმდიდრეები, წარმოების საშუალებები, ეკონომიკა, დაავანეს ის უცხოეთში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ქართველი ხალხის სიმდიდრე და მომავალი საზღვარგარეთ გაზიდა და მიითვისა რამდენიმე ასეულმა ოლიგარქმა, რომლებიც იმავდროულად „მოღვაწეობენ“ პოლიტიკაში:

„სწორედ ამ პირამიდის პროდუქტია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დამაგვირგვინებელ ეტაპად მოგვევლინა დაქცევისა და განადგურებისათვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG