Accessibility links

ხაბაროვსკში მორიგი აქცია გაიმართა ყოფილი გუბერნატორის მხარდასაჭერად


წვიმის მიუხედავად ხაბაროვსკში 3 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა აქციაში

ხაბაროვსკში შაბათს ქუჩებში კვლავ გამოვიდა ხალხი ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად.

ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.

მიუხედავად ძლიერი წვიმისა, ადგილობრივი მედიის თანახმად, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სულ მცირე 3500 კაცი.

იუწყებიან, რომ ისევ როგორც წინა აქციების დროს, პოლიცია საპროტესტო მსვლელობაში არც ამჯერად ჩარეულა.

ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები 9 ივლისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ოლქის ყოფილი გუბერნატორი დააკავეს და საგამოძიებო საქმიანობისათვის მოსკოვში ჩაიყვანეს.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

მოსახლეობის ნაწილი მიხაილ დეგტიარიოვს უნდობლობას უცხადებს და ეჭვქვეშ აყენებენ სერგეი ფურგალის მიმართ წაყენებული ბრალდების სამართლიანობას.

სერგე ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში, რასაც ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG