Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად გროდნოში ათასობით ადამიანი შეიკრიბა


ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ქალაქ გროდნოში იმყოფება, სადაც მის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.

აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემს რადიო თავისუფლება.

"ბელარუსში დადგა ცვლილებების დრო. ჩვენ გვინდა ვცხოვრობდეთ განვითარებულ ქვეყანაში. ხალხი კი არ გარბოდეს დასავლეთში, არამედ დასავლეთიდან მოდიოდეს ხალხი ჩვენთან და ხარობდეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობით", - განაცხადა სვეტლანა ციხანოვსკაიამ.

სვეტლანა ციხანოვსკაია არჩევნებში მეუღლის, სერგეი ციხანოვსკის ნაცვლად მონაწილეობს, რომელიც ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებისათვის.

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ბლოგერი 15 დღით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში.

სულ საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ბელარუსში დააკავეს 400 ადამიანი.

აშშ და ევროკავშირი მინსკს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG