Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ დააპატიმრეს აშშ-ის მოქმედი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერი


ჯემშიდ შარმაჰდი
ჯემშიდ შარმაჰდი

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისმა სპეცსამსახურმა დააპატიმრა აშშ-ის მოქმედი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერი, რომელიც ბრალდებულია 2008 წელს, შირაზის მეჩეთში მომხდარ აფეთქებასა და 14 ადამიანის დახოცვასთან კავშირში.

ირანის დაზვერვის სამინისტროს 1 აგვისტოს განცხადების თანახმად, დაპატიმრებული ჯემშიდ შარმაჰდი კალიფორნიაში მდებარე ირანის დაჯგუფება სამეფო ასამბლეის გასამხედროებული ფრთის „ტონდარის“ ლიდერია.

ირანის დაზვერვის ცნობით, ჯგუფი ეჭვმიტანილია სხვა თავდასხმების დაგეგმვაში, რომლის შესახებ უწყებას კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

ირანის სამეფო ასამბლეა არის მონარქისტული ორგანიზაცია, რომელიც ესწრაფვის ირანის ისლამისტური ხელისუფლების დამხობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG