Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზების დეპარტამენტი: "რაჭაში 5 სოფელი ჯერ ისევ რჩება სამანქანო გზის გარეშე"


„რაჭაში უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა წყალდიდობის შედეგად მოწყვეტილ 7 სოფელთან, 5 სოფელი კი ჯერ ისე რჩება სამანქანო გზის გარეშე. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. 2 სოფელთან - ჯინჭვისთან და გონასთან გუშინ მოხერხდა მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით, - ამ ცნობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს,

დროებითი გადასასვლელებით უკვე აღდგენილია 118-ე და 127-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი მონაკვეთები, რომელთა საშუალებითაც სპეციალური ტექნიკა მივიდა 128-ე კმ-ზე მდებარე ერთ-ერთ რთულ ჩაშლილ მონაკვეთთან. 128-ე კმ-ზე გზის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ მონაკვეთიდან საგლოლოს ხიდამდე სამუშაოები ჩასატარებელია კიდევ 3 ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად, ხოლო საგლოლოს ხიდიდან კიდევ 2 მონაკვეთზე (ხიდთან მისასვლელი გზის და ღების მიმართულებით) ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად.

„საერთო ჯამში, ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია. უკვე აღდგენილია 11 სოფლის ელექტრომომარაგება და გრძელდება დაზიანებულ უბნებზე მუშაობა. ელექტრო გადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, "ენერგო პრო ჯორჯიას" სპეციალისტები მუშაობენ რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გარკვეული პერიოდულობით გენერატორების საშუალებით მიწოდების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ საავატომობილო გზების დეპარტამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG