Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მიერ ბრალდებულმა მოლდოვის მოქალაქემ თავი დამნაშავედ სცნო 568 მილიონი დოლარის მოპარვაში


ეჭვმიტანილი სერგეი მედვედევის დაკავება ტაილანდში, 2018 წლის თებერვალში
ეჭვმიტანილი სერგეი მედვედევის დაკავება ტაილანდში, 2018 წლის თებერვალში

მოლდოვის მოქალაქემ, 30 წლის ვალერიან ჩიოჩაომ თავი დამნაშავედ სცნო მსოფლიოს მასშტაბით 560 მილიონი დოლარის მოპარვის ორგანიზებასა და სხვა დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რაშიც მას ბრალი წაუყენა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ.

ჩიოჩაუს აღიარებამდე ერთი თვით ადრე, რაც თავი დამნაშავედ სცნო სკანდალურად ცნობილი კომპანია „ინფრაუდის“ თანადამფუძნებელმა, სერგეი მედვედევმა, რომელიც 2018 წელს ტაილანდში დააკავეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ „ინფრაუდმა“ ფინანსური ზიანი მიაყენა კერძო პირებს, კომერსანტებსა და ბანკებს, როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში.

კერძოდ თავის მოღვაწეობის 7 წლის განმავლობაში ორგანიზაციის 11 000 წევრი იყენებდა 4,3 მილიონ საკრედიტო და სადეპოზიტო ბარათებს, საბანკო ანგარიშებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამნაშავეთა ქსელი ლიკვიდირებული იქნა 2018 წელს, მას შემდეგ, რაც მის მიერ ძარცვის გზით მიღებულმა თანხამ ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, „ინფრაუდი“ 2010 წელს შექმნეს სერგეი მედვედევმა და 34 წლის უკრაინელმა, სვიატოსლავ ბონდარენკომ. ეს უკანასკნელი ჯერჯერობით მიმალვაშია და საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.

მოქმედებდნენ რა დევიზით „ჩვენ გვწამს ძარცვა“, ორგანიზაცია „ინფრაუდის“ წევრები ონლაინ-ფორუმებს იყენებდნენ მოპარული პირადი მონაცემების, საკრედიტო და სადეპოზიტო ბარათების და სხვა საბანკო ინფორმაციის შესაძენად, გასაყიდად და გასავრცელებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG