Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოქტომბერში, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის გამოშვება დაიწყოს


მიხაილ მურაშკო
მიხაილ მურაშკო

რუსეთის სახელმწიფო-სამეცნიერო ცენტრი „ვექტორი“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გეგმავს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებას, ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ.

უკვე დასრულდა ამ ვაქცინის კლინიკური გამოცდა, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში მოსალოდნელია მისი ოფიციალური რეგისტრაცია.

1 აგვისტოს ჟურნალისტებთან ნიჟნი ნოვგოროდში საუბრის დროს, მურაშკომ აღნიშნა, რომ ოქტომბერში, შესაძლოა, დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია. მისი თქმით, ვაქცინაციის პროგრამით პირველ ყოვლისა ისარგებლებენ მედიცინის მუშაკები და მასწავლებლები.

ვაქცინისა და ვაქცინაციის პროგრამის სხვა დეტალებზე მინისტრს არაფერი უთქვამს.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთში კორონავირუსის ორ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, ერთზე გამალეის სახელობის მოსკოვის ინსტიტუტში, სამხედრო უწყების დაკვეთით, და მეორეზე ნოვოსიბირსკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ვექტორის“ ლაბორატორიაში.

31 ივლისს, კონგრესის წინაშე გამოსვლის დროს, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ, გამოთქვა შეშფოთება რუსეთისა და ჩინეთის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.

„ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ჩინელები და რუსები მართლა გამოცდიან ვაქცინას, ვიდრე ადამიანების აცრებს დაიწყებენ“, განაცხადა ფაუჩიმ.

მსოფლიოში კვლავ სწრაფად მატულობს კორონავირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევები.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში საშიში ვირუსით დაავადდა 17,8 მილიონი ადამიანი; გარდაიცვალა სულ მცირე 685 000 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG