Accessibility links

კიევში სურთ, რომ დონბასის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში აშშ-იც ჩაერთოს


ლეონიდ კრავჩუკი

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფიქტის მოწესრიგების სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი, მიიჩნევს, რომ პროცესში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე მშვიდობის დამყარება ძალიან რთული იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველაზე უფრო ძლიერ და ყველაზე მდიდარ ქვეყანას გააჩნია ყველაზე დიდი გავლენა. მართალია, იქ ახლა არჩევნები ახლოვდება, არსებობს კორონავირუსის ეპიდემია და სხვა პრობლემებიც. მაგრამ მე ვლაპარაკობ პერსპექტივაზე. დავინახავთ, იქნებ გადაიდგას ნაბიჯები და თანდათანობით დაიწყოს მშვიდობის დამყარება“, - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკამ რუსულენოვან უკრაინულ ტელარხ „უკრაინა 24 »-ის ეთერში.

უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი, 30 ივლისს დაინიშნა სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელად, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ნაცვლად, რომელმაც მიზეზის დაუსახელებლად დატოვა ეს პოსტი.

დონბასის კონფლიქტის მოწესრიგების სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში შედიან ეუთო, უკრაინა და რუსეთი.

დონბასის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წლის მარტში.

კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ სეპარატისტების იარაღით დახმარებაში. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოლოდ რუსეთიდან ჩასული „მოხალისეები“ თუ ომობენ.

გაეროს მონაცემებით, 2014 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრის განმავლობაში, დონბასში მიმდინარე შეიარაღებილი კონფლქტის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 13 200 კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG