Accessibility links

logo-print logo-print

ირანში წუხელ განმეორდა COVID-19-ის ერთი თვის წინანდელი რეკორდული აფეთქება


ირანის საავადმყოფო

ირანის ხელისუფლების ცნობით, 2 აგვისტოს ქვეყანაში განმეორდა კორონავურისით დაავადების ერთი თვის წინანდელი რეკორდული მაჩვენებელი.

წლის დასწაყისში ჩინეთიდან გავრცელებული ვირუსული ინფექციის კერად ახლო აღმოსავლეთში სწორედ ირანი ითვლება, სადაც ბოლო ხანს გამოვლენილი დაავადების შემთხვევების უმრავლესობა წმინდა ქალაქ ყუმისადა სხვა დასახლებულ პუნქტებზე მოდის.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სიმა სადატ ლარის თქმით, განვლილი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში აღირიცხა ვირუსული ინფექციით დაავადებული 2 685 ავადმყოფი, რომლის მსგავსი მატებაც ბოლოს 8 ივლისს იყო.

ოფიციალურმა მოხელე ქალმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას „შემაშფოთებელი“ უწოდა ქვეყნის 31-დან 25 პროვინციაში.

მსოფლიოში ირანი მეცხრე ადგილზე დგას კორონავირუსით დაავადების მხრივ. ეპიდემიის განმავლობაში ირანში დაინფიცირდა 306 000 კაცი, 17 000 პაციენტი გარდაიცვალა.

ირანული მედიის ცნობით, COVID-19-მა იმსხვერპლა ცნობილი კინორეჟისორი, 79 წლის ხოსრო სინაი, რომელიც 1 აგვისტოს გარდაიცვალა.

ფილმისათვის „ხანგრძლივი სიცოცხლე“ (Long Live), სინაიმ ირანელ რეჟისორთაგან პირველმა მიიღო საერთაშორისო ჯილდო 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG