Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 18 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ


მსოფლიოს ორასზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 18 მილიონზე მეტი ადამიანი. ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის საიტზე დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, საერთო რიცხვმა 18 079 000-ს გადააჭარბა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 10 600 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 689 000-ს აჭარბებს.

ყველაზე მეტად დაზარალებულ აშშ-ში 4 667 000-ზე მეტი ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 1 468 000-ზე მეტი. გარდაცვლილთა რიცხვი 155 000-ს უახლოვდება.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 2 733 000-ს გასცდა. გამოჯანმრთელებლია 2 000 000-ზე მეტი. ბრაზილიაში გარდაცვლილთა რიცხვი 94 000-ს აჭარბებს.

ბრაზილიას მოსდევენ ინდოეთი და რუსეთი. ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი 1 750 000-ს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 1 145 000-ზე მეტი. გარდაცვლილია 37 000-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის სტატისტიკით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 849 000-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 649 000-ს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 100-ზე მეტი.

მეხუთე ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს. მათგან 347 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა და 8300-ზე მეტი გარდაიცვალა.

კორონვირუსის გავრცელების მასშტაბი ისევ დიდია მექსიკაში, პერუში, ჩილეში, კოლუმბიაში, ირანსა და დიდ ბრიტანეთში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გავრცელების მასშტაბი ყველაზე დიდია ესპანეთში.

საქართველოს უშუალო მეზობლებიდან რუსეთის გარდა, პირველ ოცეულშია თურქეთი, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 232 000-ს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 216 000-ზე მეტი. გარდაცვლილთა რიცხვი 5700-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG