Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი არ ეთანხმება "ბოსტონელი ტერორისტისთვის" სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას


აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბოსტონელ ტერორისტ“ ჯოხარ ცარნაევზე მეტად სიკვდილით დასჯას იშვიათად თუ ვინმე იმსახურებს. დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ ბოსტონის ტერაქტი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი 11 სექტემბრის შემდეგ, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი გააუქმა.

1 აგვისტოს, ბოსტონის სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გაუუქმა აშშ-ის მოქალაქეს, ეთნიკურ ჩეჩენს, ჯოხარ ცარნაევს, რომელიც მსჯავრდებულია 2013 წელს, ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტის მოწყობისთვის.

სააპელაციო სასამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ნაფიცი მსაჯულების მიუკერძოებლად შერჩევის პრინციპის დარღვევამ, მათ შორის იმ ფაქტმა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეს განიხილავდა ქალაქში, სადაც ტერაქტი მოხდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცარნაევის განაჩენზე მსაჯულების ახალმა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს.

ჯოხარ ცარნაევის და მისი ძმის მიერ ბოსტონის მარათონის ფინიშთან 2013 წლის აპრილში მოწყობილი 2 აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაიჭრა. 2015 წლის მაისში, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, 22 წლის ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მისი ძმა, თემირლან ცარნაევი პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG