Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს პარტიის წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. იგი საზოგადოებას ახალ ამპლუაში პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წარუდგინა, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდეგ.

„ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური, ინოვაციებით აღსავსე, მებრძოლი საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვართ დარწმუნებული, მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს კამპანია დასრულდება წარმატებით მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის დღეს და დასრულდება დიდი მარცხით ბიძინა ივანიშვილისთვის“, - განაცხადა წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, 3 აგვისტოდან „ევროპული საქართველო“ იწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის მიზანი და ამოცანა იქნება ქვეყნის გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის მმართველობისგან.

"ევროპულმა საქართველომ" 3 აგვისტოს ქვეყნის რეგიონებში 22 მაჟორიტარული ოლქიდან დეპუტატობის კანდიდატები 14 ოლქში დაასახელა.

პარტიის კანდიდატები არიან:

ფოთი, ხობი და სენაკი - გიგა ბოკერია;

ზუგდიდი - გიგი უგულავა;

ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - გიგი წერეთელი;

ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ტარიელ ნაკაიძე;

რუსთავი - ირმა ნადირაშვილი;

ქუთაისი - ოთარ კახიძე;

საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - სერგო რატიანი;

თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ზურა ჭიაბერაშვილი;

გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - გიორგი ღვინიაშვილი;

ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;

მარნეული და გარდაბანი - აჰმედ იმამკულიევი;

ახალქალაქი და ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;

აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ლელა ქებურია;

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - აკაკი ბობოხიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისთვის:

ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;

ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - თემურ კახიძე.

საქართველოში სულ 30 მაჟორიტარული ოლქია, მათგან 8 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა. თბილისში, "ევროპული საქართველოდან" ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს პარტიის წევრი ელენე ხოშტარია იყრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG