Accessibility links

გერმანელი მოსწავლეები სკოლებს უბრუნდებიან, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 18 მილიონს მიაღწია


კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა მსოფლიოში 3 აგვისტოს მიაღწია 18 მილიონს და რამდენიმე ქვეყანაში შემთხვევათა სარეკორდო რაოდენობა აღირიცხა. არაერთი სახელმწიფო, რომლებმაც დაძლიეს პანდემია, შიშობს, რომ ვირუსი ბრუნდება.

გერმანიის ჩრდილოეთში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში, 3 აგვისტოს დასრულდა მოსწავლეთა არდადეგები და 16 ფედერალურ მხარეს შორის ეს იქნება პირველი მხარე, რომელიც მარტში კოვიდ-19-ის აფეთქების გამო სკოლების დახურვის შემდეგ განაახლებს სასწავლო პროცესს უშუალოდ სასკოლო შენობებში.

გერმანიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოდან სავალდებულო იქნება ვირუსზე ტესტი ყველასთვის, ვინც გერმანიაში დაბრუნდება კოვიდ-19-ის თვალსაზრისით მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებიდან.

აშშ-ში თეთრი სახლის საგანგებო ჯგუფის კოორდინატიორმა განაცხადა, რომ აშშ, სადაც მთელ მსოფლოში კოვიდის ყველაზე მეტი შემთხვევაა, „ახალ ფაზაში“ იმყოფება, რადგან შემთხვევათა რიცხვი არაერთ რეგიონში კვლავ იმატებს.

საფრანგეთის კორონავირუსის მხრივ ბევრ კრიტიკულ რეგიონში გამკაცრდა გარეთ ნიღბების ტარების ზომები, როცა შვებულებების სეზონმა შუალედს მიაღწია.

მოსახლეობის რაოდენობით ავსტრალიის ყველაზე დიდ შტატში, ვიქტორიაში, ოფიციალურად გამოცხადდა ღამით ექვსკვირიანი კომენდანტის საათი და კატასტროფის მდგომარეობა.

მსოფლიოში უდიდესმა კომპანიამ, რომელიც საერთაშორისო საზღვაო მოგზაურობებს აწყობს, განაცხადა, რომ 3 აგვისტოდან შეწყდა ყველა ამგვარი მოგზაურობა მას მერე, რაც ფირმის სამ ხომალდზე კოვიდი გაჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ექვსი თვის წინ კოვიდ-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში ამ ინფექციამ 687 ათასი ადამიანი მოკლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG