Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტებზე აქტიური ვარ - დეპუტატი ჯაფარიძე, რომელსაც პლენარულზე მიკროფონი არ ჩაურთავს


"ქართული ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის კომიტეტების სხდომაზე აქტიურია. ასე უპასუხა მან "რუსთავი 2"-ის კითხვას - მან 2019 წლის განმავლობაში პლენარულ სხდომათა დარბაზში სიტყვა არ მოითხოვა.

"მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაქვს ყოველდღიური, ყოველსაათობრივი, ყოველწუთობრივიც შემიძლია გითხრათ. ტელეფონი ჩემი არ ჩერდება და ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, ტელეფონზე არ ვუპასუხე და საქმეს არ ვაკეთებ", - თქვა მან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს, 3 აგვისტოს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 21 დეპუტატს და მათ შორის ვიქტორ ჯაფარიძეს 2019 წლის განმავლობაში სხდომათა დარბაზში სიტყვის სათქმელად მიკროფონი არ ჩაურთავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG