Accessibility links

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი შესაძლოა ექვსჯერ მეტი იყოს


იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, ექვსჯერ აღემატება ოფიციალურად რეგისტრირებულ შემთხვევებს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და სტატისტიკის სამსახურის ერთობლივი კვლევის ავტორებმა.

დასკვნის საფუძველია ანტისხეულების გამოსავლენად 25 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული ტესტირება. იტალიის მასშტაბით 64 660 ადამიანი გამოიკვლიეს. მათგან დაახლოებით 30%-ს ანტისხეულები აღმოაჩნდა მაშინ, როცა კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონიათ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ საერთო ჯამში, სისხლში ანტისხეულები აქვს 1.5 მილიონ იტალიელს, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 2.5%-ს.

კვლევამ აჩვენა სერიოზული განსხვავებებიც იტალიის რეგიონებს შორის. მაგალითად, ჩრდილოეთში მდებარე ლომბარდიაში კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვს მოსახლეობის 7.5%-ს, მეზობელ ვენეციაში 1.9%-ს, ხოლო სამხრეთ ოლქების უმრავლესობაში დაახლოებით 1%-ს. სიცილიის ავტონომიურ რეგიონში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ია.

ოფიციალური სტატისტიკით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 248 200-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 35 100-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG