Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის თხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია იმართება


გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი

თითქმის ერთი საათია აშშ-ის საელჩოსთან 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ოჯახი უნდობლობას უცხადებს საქართველოს საგამოძიებო უწყებებს და საელჩოს სთხოვს გამოძიებაში FBI ჩაერთოს.

"პირადად მე ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია წერილი ოფიციალურად. თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მე პირადად დავჯდები აქ და დავიწყებ შიმშილობას", - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG