Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს


უკრაინის ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის თაობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ სამთავრობო სხდომაზე რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ვეტერანმა სპორტსმენმა ვადიმ გუტცაიტმა, ინიციატივის ავტორი კი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ყოფილა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელები 2028 წლის ზაფხულის და 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადის მომზადების საკითხს განიხილავენ და ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან, რომელიც კიევში ვიზიტისთვის ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG