Accessibility links

გიორგი ვაშაძის საარჩევნო დაპირება: ყველა სესხზე განახევრდება პროცენტი


"სტრატეგია აღმაშენებლისა" და მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძის საარჩევნო დაპირებით, 2020 წლის დეკემბერში, არჩევნების შემდეგ საბანკო სესხებზე პროცენტი შემცირდება. ამ საკითხზე მან მედიასა და მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.

"პირობა, რომელსაც შევასრულებთ არჩევნების მოგებისთანავე, პირველი იანვრიდან მინიმუმ განახევრდება სესხის პროცენტი აბსოლუტურად ყველა სესხზე, რომელიც საქართველოშია", - თქვა მან.

"სტრატეგია აღმაშენებლის" კიდევ ერთი დაპირებით, დეკემბერში ყველა პენსიონერსა და შშმ პირს საბანკო პროცენტი ჩამოეწერება.

ბოლო პოლიტიკური კვლევების მიხედვით, რომელიც "ფორმულას" დაკვეთით "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა, გიორგი ვაშაძის პარტიას 2-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG