Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლ უილანი სასჯელის მოსახდელად მორდვეთის კოლონიაში გადაიყვანეს


პოლ უილანი
პოლ უილანი

ჯაშუშობისთვის გასამართლებული, ამერიკელი პოლ უილანი, რომელიც ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეცაა, სასჯელის მოსახდელად მორდვეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.

15 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, უილანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი, რომელსაც საერთაშორისო კრიტიკა ახლდა, დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რადგან მტკიცებულებები საიდუმლო მასალებს მოიცავდა და ამას ემატებოდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

ინფორმაცია უილანის მორდვეთის კოლონიაში გადაყვანის შესახებ, თავდაპირველად მსჯავრდებულის ძმამ, დევიდ უილანმა, გაავრცელა.

მოგვიანებით კი სასჯელაღსრულების ფედერალურ უწყებაში განაცხადეს, რომ უილანი მორდვეთში 1 აგვისტოს ჩაიყვანეს. იქ იგი 20-დღიან კარანტინში იქნება და შემდეგ გადაიყვანენ მკაცრი რეჟიმის (ИК-17) კოლონიაში.

50 წლის უილანი მოსკოვში დააკავეს 2018 წლის დეკემბერში.

რუსეთის პროკურატურა აცხადებდა, რომ მას ფლეშდისკზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჰქონდა.

უილანმა თქვა, რომ ფლეშდისკი „ჩაუდეს“ და რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე საპატიმროში თავის ზედამხედველებს ბრალი დასდო მის მიმართ სასტიკ მოპყრობაში

რუსეთში აშშ-ის ელჩმა პროცესს უწოდა "სამართლის დაცინვა", ხოლო სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღშფოთება გამოხატა სასამართლოთი და განაცხადა, აშშ "ღრმად შეშფოთებულია", რომ უილანს არ მიეცა საშუალება, გამოეყენებინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ეს რუსეთს აქვს ნაკისრი ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებით.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG