Accessibility links

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდი წარადგინა


ალეკო ელისაშვილი

საბურთალოს რაიონში, ალეკო ელისაშვილის მშობლიური საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდის წევრები წარადგინეს.

„პოლიტიკაში როცა იქნებიან ისეთი ადამიანები, სუფთა წარსულის და შემართული ადამიანები, რომლებისთვისაც ჩვენი საქართველოს დარდი იქნება მისი დარდი და ამისთვის გაირჯება დილიდან საღამომდე. სწორედ, ამიტომაც დღეს ამ სცენაზე არ დგანან ე.წ. ცნობადი სახეები, „მეტენდერე“ ბიზნესმენები, მომღერლები, სპორტსმენები, სახელოვნები (ყველას ძალიან დიდი პატივისცემა), არ დგანან ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში დახტიან, არ დგანან ადამიანები, რომლებიც მექრთამეები იყვნენ და თავიდან ფეხებამდე კორუფციაში იყვნენ ჩართულები. აქ დგანან ეს ადამიანები, სუფთა წარსულის, შემართული, განათლებული და კვალიფიციური ადამიანები. ეს არის პარტია „მოქალაქეების“ გუნდი“, - ამ სიტყვებით მიმართა ალეკო ელისაშვილმა მხარდამჭერებს.

ღონისძიება „მოქალაქეების“ რეგიონულმა ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა გახსნა. ალეკო ელისაშვილთან ერთად პარტიის პოლიტიკური გუნდის სხვა წევრები არიან: ლევან იოსელიანი, ივანე ნორაკიძე, იოსებ კენჭაძე და გენრი დოლიძე.

საბურთალოს საარჩევნო ოლქში „მოქალაქეების" მაჟორიტარი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG