Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს ტრანსგენდერი ქალების ცემაში ბრალდებული


პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება ტრანსგენდერი ქალების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როდის, მითითებული არ არის.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 1992 წელს დაბადებულმა ე.ჩ.-მ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს ორი, ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით. ეს დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG