Accessibility links

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან დაუდგენელია 3-ის წყარო


საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით 3 პაციენტზე გრძელდება,-განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ:

„4 პაციენტის დადასტურებული წყარო გახლავთ გაჩიანი, 3 პაციენტი გახლავთ შემოტანილი შემთხვევები, აქედან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 4 პაციენტის წყარო არის კონტაქტები და 3 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 244 პაციენტი მკურნალობს. მათგან 40 განთავსებულია თბილისი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.

გასულ 24 საათში დადასტურდა 15 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1197-მდე გაიზარდა., ორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 12 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 974.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

5 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7066 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG