Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი 0,25 ერთეულით მცირდება


საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში რამდენიმე ათეულ ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის 0,25 ერთეულით შემცირების შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 5 აგვისტოს იმსჯელა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა დაბალი ინფლაციიის მაჩვენებლის გამო მიიღო. ივლისში ფასები 0,5 პროცენტით შემცირდა.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების შესახებ ინფორმაცია სასესხო ხელშეკრულებაშია. მოქალაქეებს ამ დეტალის შესახებ ინფორმაცია ბანკთან კომუნიკაციითაც შეუძლიათ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG