Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონში გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები 40 მლნ ლარი ჯდება


ონში სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის - ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია, დაახლოებით, 40 მლნ ლარი ჯდება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შესრულდება.

სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება. პირველ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობის დროებით აღსადგენი და გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება. მეორე ეტაპზე კი სრულად აღდგება ინფრასტრუქტურა.

28 ივლისს, ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ღვარცოფის შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და მოსახლეობის დაზარალების გარდა, ხიდები და გზები დააზიანა. მუნიციპალიტეტის 12 სოფელთან შეწყდა საავტომობილო კომუნიკაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG