ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან უმაღლესი ქულა ქართულ ენაში 20-მა მიიღო, მათემატიკაში კი 12-მა. მონაცემები ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გააცნო მედიას.
ქართულ ენაში მაქსიმალური ქულა 70 იყო, მათემატიკაში კი 59. იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად მიჩნეულიყო, აბიტურიენტს ქართულში მინიმუმ 18 ქულა უნდა მიეღო, მათემატიკაში კი 12.
უახლოესი 4 დღის განმავლობაში შედეგების გასაჩივრებაა შესაძლებელი, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი.
დაწერეთ კომენტარი