Accessibility links

პაკისტანში გააპროტესტეს ერთი წლის წინ ინდოეთის მიერ ქაშმირის სადავო ტერიტორიის სტატუსის შეცვლა


პაკისტანის პრეზიდენტი არიფ ალვი (ცენტრში) და ქვეყნის სხვა ლიდერები საპროტესტო აქციაზე ისლამაბადში. 2020 წ. 5 აგვისტო.

5 აგვისტოს პაკისტანის მსხვილ ქალაქებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა აღენიშნათ დღე, როცა შარშან ინდოეთმა სპეციალური სტატუსი გაუუქმა ქაშმირში მდებარე თავის სადავო ტერიტორიას.

პოლიტიკური ლიდერები, პროფკავშირებისა და ადვოკატთა საბჭოების წარმომადგენლები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ დემონსტრაციებზე, რომლებზეც დაგმეს „ინდოეთის რეპრესიული გადაწყვეტილება“.

პაკისტანის პრეზიდენტი არიფ ალვი და საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მეჰმუდ ყურეში უძღვებოდნენ უდიდეს დემონსტრაციას დედაქალაქ ისლამაბადში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაგმეს ინდოეთი და მსოფლიოს მოუწოდეს, დაიცვას ინდოეთის მმართველობაში მყოფი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული რეგიონის მოსახლეობა.

2019 წლის 5 აგვისტოს ინდოეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სტატუსს უცვლის მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიას ჰიმალაებში, ქაშმირში. ქაშმირს ნაწილობრივ ინდოეთი აკონტროლებს, ნაწილობრივ - პაკისტანი. ორივე აცხადებს მთელ ტერიტორიაზე პრეტენზიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG