Accessibility links

site logo site logo

ფოთში დაკარგული გოგოს ცხედარი მაშველებმა მდინარე რიონში იპოვეს


სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული 19 წლის გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, შეტყობინება გოგოს ხიდიდან გადახტომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა, დაკარგული გოგოს ძებნა კი სამი დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში გრძელდებოდა:

"ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა",- აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG