Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ანჯეი დუდას მეორე ვადით ინაუგურაცია პოლონეთის პრეზიდენტად


6 აგვისტოს ფიცი დადო პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. საპარლამენტო ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციონერ პარლამენტართა უდიდესმა ნაწილმა. ოპოზიციონერთაგან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ზოგს დუდას მიმართ პროტესტის ნიშნად ეცვა ლგბტ დროშის ფერებიანი ტანსაცმელი.

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დუდას ფართოდ აკრიტიკებდნენ მისი გამოსვლებისთვის ლგბტ თემის წინააღმდეგ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დუდა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს პატივს არ სცემდა ქვეყნის კონსტიტუციას.

ოპოზიცია ასევე შეშფოთებას გამოხატავს დუდას მიერ მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლის“ პოლიტიკისადმი ტოლერანტობისთვის, რამაც პოლონეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება წარმოშვა. დუდა „კანონისა და სამართლის“ ახლო მოკავშირეა. პარლამენტში გამართულ ფიცის დადების ცერემონიაზე ამ პარტიის დეპუტატები აპლოდისმენტებითა და მხარდაჭერის შეძახილებით შეხვდნენ დუდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG