Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის ქუჩას გორში სახელი კიდევ ერთხელ "გადაარქვეს"


წელს, აგვისტოს ომის 12 წლისთავზე სტალინის ქუჩას სახელი გორში კიდევ ერთხელ "გადაარქვეს". საინიციატივო ჯგუფმა "მარო" სტალინის ქუჩაზე სტიკერები გააკრა წარწერებით: "თავისუფლების გამზირი", "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი", "ვაჟა ფშაველას გამზირი", "კირიონ მეორის გამზირი", "მარო მაყაშვილის გამზირი".

სამოქალაქო აქტივისტები, აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავზე კიდევ ერთხელ ითხოვენ, ქალაქის მთავარი ქუჩისთვის, საბჭოთა დიქტატორის სახელის გადარქმევას. ისინი ქალაქის ქუჩებში ყოველწლიურად წარწერებს ტოვებენ. შარშან სტალინის ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება ითხოვეს. წელს კი ამ სახელ-გვარებით საზოგადოებას უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები თითქმის ყოველდღიურად აგრძელებენ საოკუპაციო ზოლის გავლებას. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორი 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG