Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინას ლინკევიჩუსი: გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია


საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან მე-12 წლისთავს ტვიტერზე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლინას ლინკევიჩუსი წერს, რომ 12 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ განზრახული აგრესიიდან, რომელიც სამწუხაროდ, გაკვეთილად ვერ იქცა და აგრესია გაგრძელდა უკრაინის წინააღმდეგაც.

ლინას ლინკევიჩუსი აღნიშნავს, რომ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია. ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG