Accessibility links

უეფას ევროპა ლიგაზე ტიტულისთვის ბრძოლას რვა გუნდი შემორჩა


უეფას ევროპა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი 6 სექტემბრის ღამე გამართული ოთხი თამაშით დასრულდა. ოთხივე მატჩში მასპინძელმა კლუბებმა მოიგეს და მეოთხედფინალის საგზურებიც მათ მოიპოვეს. ლევერკუზენის „ბაიერმა“ გლაზგოს „რეინჯერსს“ აჯობა - 1:0. ასევე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ბაზელმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ და „ვულვერჰემპტონმა“ - „ოლიმპიაკოსი“. „სევილიამ“ კი „რომას“ 2:0 მოუგო. „ბაიერთან“, „ბაზელთან“, „ვულვერჰემპტონსა“ და „სევილიასთან“ ერთად მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „კოპენჰაგენმა“, დონეცკის „შახტარმა“ და მილანის „ინტერმა“. უკვე მეოთხედფინალური წყვილებიც დაზუსტებულია და შეხვედრების თარიღებიც. 10 აგვისტოს „მანჩესტერი“ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება, „ინტერი“ – „ბაიერს“. 11 აგვისტოს კი ითამაშებენ „შახტარი“ – „ბაზელი“ და „ვულვერჰემპტონი“ – „სევილია“.

კორონავირუსის გამო, უეფამ ევროტურნირების პირვანდელი კალენდარი შეცვალა და ნახევარფინალისა და ფინალის საგზურები თითო მატჩში გათამაშდება. ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველა დარჩენილ შეხვედრას გერმანია უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG