Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვებს 10 აგვისტოს გააუქმებს


პაკისტანმა განაცხადა, რომ გააუქმებს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობას მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ გასული თვის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ თანდათანობით იკლო.

ასად უმარმა, დაგეგმვის, განვითარებისა და საგანგებო ინიციატივების მინისტრმა, განაცხადა, რომ 10 აგვისტოდან გაიხსნება ყველა რესტორანი, პარკები, თეატრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მთავრობამ ასევე დაუშვა დახურული სპორტული დარბაზების გახსნა და შეჯიბრებების ისეთ სახეობებში ჩატარება, სადაც უშუალო კონტაქტი სპორტსმენებს შორის არ არის.

უმარმა განაცხადა, რომ პაკისტანის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით".

უმარი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელია, ჟურნალისტებს 6 აგვისტოს ესაუბრა ისლამაბადში.

მთავრობის თანახმად, პაკისტანში კოვიდ-19-ის ყოველდღიური სიკვდილიანობის რიცხვმა ივნისში პიკს მიაღწია დაახლოებით 150 შემთხვევით, მაგრამ შემდეგ თანმიმდევრული კლება იწყო და უკვე 6 აგვისტოსთვის სიკვდილიანობის მხოლოდ 21 შემთხვევა დაფიქსირდა.

პაკისტანმა ინფიცირებულთა 280 000-ზე მეტი შემთხვევა დაადასტურა და 6000-ზე მეტი გარდაცვლილი, თუმცა, დამკვირვებლების თანახმად, შეზღუდული ტესტირების პირობებში, ეს რიცხვები სინამდვილეში, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG