Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერიგების ახალი მინისტრი: გამყოფ ზოლთან ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ფოტო- და ვიდეომასალა უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"სამწუხაროდ, ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს. ასევე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა", - თქვა მან.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები თითქმის ყოველდღიურად აგრძელებენ საოკუპაციო ზოლის გავლებას. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG