Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლეიბორისტებმა" მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს ბექა ნათელაშვილი


ბექა ნათელაშვილი
ბექა ნათელაშვილი

მცხეთაში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიიდან“ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის საარჩევნო ოლქში ბექა ნათელაშვილმა. ის პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილია. ბექა ნათელაშვილი მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტია.

„ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ ხელისუფლების ზონდერბრიგადები დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვეშინდა, ვიბრძოლეთ და მაინც მივაღწიეთ შეცვლილ საარჩევნო სისტემას. სწორედ ამ ადგილიდან და ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ნორმალური საარჩევნო სისტემის მისაღებად ვიბრძოდი, მინდა, რომ მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო“, - თქვა ბექა ნათელაშვილმა.

მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის მოქმედი გუბერნატორი შალვა კერესელიძე. ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG