Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავების შემდეგ ბელარუსიდან აძევებენ რადიო თავისუფლების ტელექსელის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტებს


ბელორუსის ხელისუფლებმა დააკავეს და შემდეგ ქვეყნიდან აძევებენ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელექსელის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, სამ კორესპონდენტს, ამ ქვეყანაში მნიშვნელოვან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

სამი რეპორტიორი, ირინა რომალიისკაია, იური ბარანიუკი და ივან გრებენიუკი 7 აგვიტოს დააკავეს სასტუმროში, მინსკში და წაიყვანეს მახლობელ პოლიციის განყოფილებაში.

დაპატიმრების მიზეზი აკრედიტაციის გარეშე საქმიანობაა.
„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ (Currenttime), რომელიც რადიო თავისუფლებამ დააფუძნა ამერიკის ხმის მონაწილეობით, ჟურნალისტების ბულარუსში გამგზავრებამდე ითხოვა მათი აკრედიტაცია, მაგრამ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება არ გააკეთა.

რომალიისკაია და გრებენჩუკი უკრაინის მოქალაქეები არიან, ბარანიუკი -რუსეთის.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ - ჩვენი ჟურნალისტები დააკავეს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების პროფესიული გაშუქებისას, წერს თავის განცხადებაში, დეიზი სინდელარი, რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. „ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან უარი ნებართვაზე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ისინი არ იცავენ პრესის თავისუფლებას და ბელარუსების უფლებას, მოიპოვონ ინფორმაცია ცენზურის გარეშე", განაცხადა სინდელარმა. „ჩვენ აღშფოთებული ვართ მათი დაკავებით და მოვითხოვთ, ჟურნალისტების საქმიანობის შესრულების საერთაშორისოდ აღიარებული უფლების პატივისცემას“, წერს ჩვენი რადიოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გარდა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს რამდენიმე აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავს ქვეყანაში არჩევნების გასაშუქებლად.

წლევანდელი კენჭისყრა უდიდესი გამოწვევა იქნება პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას 26 წლიანი მმართველობის მანძილზე.
ოპოზიციურმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ მრავალრიცხოვანი მომხრეების შეკრება მოახერხა მთელ ქვეყანაში.

ათასობით მისი მომხრე შეიკროიბა მინსკში 6 აგვისტოს. დემონსტრნტებმა მსვლეობა მოაწყვეს და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „გაუმარჯოს ბელარუსს!“ და „წადით!“, რომელიც აშკარად ლუკაშენკოს მისამართით იყო.

ელისუფლებამ დააკავა ციხანოუსკაიას შტაბის რამდენიმე წევრი და მომხრეებიც ბრალდებით, რომ მათ არასანქცირებული თავყრილობა გამართეს.
აქციაზე დააკავეს და ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ბრალი წაუყენეს ორ ხმის ინჟინერს, რომლებიც უკრავდნენ
საბჭოთა პერიოდის როკ-სიმღერას, რომელიც პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG