Accessibility links

ჩემპიონთა ლიგა „რეალის“ და „იუვენტუსის“ გარეშე გაგრძელდება


„იუვენტუსმა“ საფრანგეთის „ლიონს“ უმასპინძლა.

მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ უეფას ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი წუხელ განახლდა, თითქმის ხუთთვიანი, იძულებითი პაუზის შემდეგ და მერვედფინალური ეტაპის ორი საპასუხო მატჩი გაიმართა.

„რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად დაუპირისპირდა და პირველი თამაშის მსგავსად, ისევ დამარცხდა ანგარიშით 1:2. „იუვენტუსმა“ საფრანგეთის „ლიონს“ უმასპინძლა და მოუგო - 2:1, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს გამარჯვება არ ეყო, რადგან პირველი მატჩი მინიმალური ანგარიშით ჰქონდა წაგებული.

დღეს, ლიგის მერვედფინალები ბარსელონასა და მიუნხენში გაგრძელდება. „ბარსელონა“ „ნაპოლის“ ეთამაშება, „ბაიერნი“ – „ჩელსის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG