Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: სააკაშვილს ორი სახე აქვს. ერთი, როცა ბრძოლის ველიდან გარბის და მეორე - როდესაც ჰააგაში დგას


"მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთი, ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან, და მეორე სახე, როდესაც ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. რა თქმა უნდა, რაც მან გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი ეს კომენტარი შეეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცნობას, რომ აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგის სასამართლოში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG