Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: შიდა დაპირისპირება გმირების უპატივცემულობაა


„დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ადამიანებმა თავი ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს. „დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებები, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველდღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG