Accessibility links

COVID-19-ით გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე


მიტროპოლიტი ისიდორე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საერთო-საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე, 79 წლის მიტროპოლიტი ისიდორე (კირიჩენკო) COVID-19-ით გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ ცნობა შაბათს გაავრცელა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

ისიდორე 33 წლის განმავლობაში იყო ყუბანის დეკანოზი.

6 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენიანმა სასულიერო პირმა, პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა, რომელსაც აკრძალული აქვს ღვთისმსახურება, განაცხადა, რომ ყუბანის ეპარქია ორი კვირის განმავლობაში არ იტყობინება ისიდორეს შესახებ. „ყუბანი ვერ ბედავს, ლოცვა ითხოვოს თავისი მიტროპოლიტისთვის. ჩემი ინფორმაციით, მეუფე ისიდორეს COVID-ი სჭირს. ასე რომ, საჭიროა მისთვის ლოცვა“, წერდა კურაევი.

დღეის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა 880 ათასს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 14 800-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG